ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ ვართ CUBE (holacube.com) — ტექნოლოგიური გუნდი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს განათლების სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციაზე. ჩვენი უმთავრესი პროდუქტია „აი ია“ — უპრეცედენტო, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა, სადაც ტექნოლოგია და ადამიანური შემეცნება ერთმანეთს ხვდება.
„აი ია“ არ არის უბრალოდ სასწავლო პროგრამა; ეს არის სივრცე, სადაც ხელოვნური ინტელექტი შედის უშუალო, უწყვეტ სინთეზში მოსწავლეებთან და აბსოლუტური სიზუსტით, უშეცდომოდ ასწავლის მათ ნებისმიერ საკითხს. ჩვენ ვამაყობთ, რომ შევქმენით პირველი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც რეალურად არის გაწვრთნილი ქართულ ლიტერატურაზე და სრულად პასუხობს ეროვნულ საგანმანათლებლო მოთხოვნებს.
(VISION & MISSION)
ჩვენი ხედვა
და მისია
ჩვენი მთავარი მიზანია, განათლება გავხადოთ უნივერსალურად ხელმისაწვდომი, პერსონალიზებული და საინტერესო ყველასთვის. გვსურს, დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ სწავლა მოსაწყენი და რუტინული პროცესია.
ჩვენი ხედვით, მოსწავლეს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად, მისთვის სასურველ დროს — 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე — მიიღოს უმაღლესი ხარისხის განათლება ყოველგვარი ბარიერის გარეშე. ჩვენ ვნერგავთ „თამაშ-თამაშით“ (Gamification) სწავლების რეჟიმს, რათა რთული აკადემიური მასალის ათვისება გახდეს მარტივი, სახალისო და ბუნებრივი პროცესი.
რას ვაკეთებთ
ამჟამად
ამ ეტაპზე ჩვენი პლატფორმა სრულად ფარავს სააბიტურიენტო სისტემას. ეს არის არა მხოლოდ სასწავლო ბაზა, არამედ სრულფასოვანი სოციალური ეკოსისტემა.
-
1. სოციალური ეკოსისტემა:
ჩვენ შევქმენით ინტერაქტიული სივრცე (Feed და ჩატები), სადაც მოსწავლეები არ არიან მარტო. შეუძლიათ გამოაქვეყნონ სიახლეები, იპოვონ მეგობრები და ერთად იმეცადინონ AI-სთან ერთად. -
2. პერსონალიზებული AI:
AI მუდმივად აანალიზებს მოსწავლის თითოეულ ნაბიჯს. სისტემა ხვდება, სად არის ძლიერი და სად ნაკლებად ეფექტური, და გავარჯიშებს მხოლოდ იმ საკითხებში, რაც ყველაზე მეტად გჭირდება.
(FUTURE STEPS)
ჩვენი სამომავლო
ნაბიჯები
CUBE ყოველდღიურად აგრძელებს მუშაობას პროექტის მასშტაბირებაზე. სააბიტურიენტო მოდული მხოლოდ დასაწყისია. ძალიან მალე ჩვენი ეკოსისტემა კიდევ უფრო გაფართოვდება.
- ზოგადი განათლების სრული ჩართვა (სასკოლო პროგრამები)
- უმაღლესი განათლების დანერგვა (საუნივერსიტეტო საგნები)
- სივრცე მასწავლებლებისთვის პლატფორმაზე